logo
ENG


მარკეტა გრეგოროვა: ვფიქრობ, EU-ში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება არ შეიცვლება
  • 183ნახვები

ჩვენ, სამწუხაროდ, ვნახეთ ძალიან საეჭვო ქმედებები, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც არ გამოიყენებოდა მარკირების სითხე. ჩემმა კოლეგებმა დააფიქსირეს ასევე ბიულეტენის ჩატენვის მცდელობები. ეს ადამიანები გააძევეს უბნიდან, თუმცა ისინი არ წავიდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ კიდევ მიეცემოდათ შანსი. იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ პირადად ვნახეთ და ბრალდებები, რომელიც გვესმის, ძალიან სერიოზულია იმისთვის, რომ ვთქვათ, რომ არჩევნებმა უპრობლემოდ ჩაიარა. ვფიქრობ, ივნისში მიღებული გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ არ შეიცვლება, თუმცა როგორც გითხარით, ყველა ყურადღებით დააკვირდება ახალი მთავრობის შემდგომ ნაბიჯებს.

თქვა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ, რომელიც საქართველოში არჩევნების პროცესს აკვირდებოდა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა