logo
ENG


პრეზიდენტი პარტნიორებს: დაგვიდექით გვერდით, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური
  • 389ნახვები

მინდა მივმართო ასევე ჩვენს პარტნიორებს, ევროპელებს, ამერიკელებს - მოვისმინე განცხადებები, რაც გაკეთდა და მადლობელი ვართ ყველანი ამ განცხადებებისთვის. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს საზღვრებს გარეთ, რომ საქართველოს მომავლის დაცვა ამ რეგიონში გეოპოლიტიკური ბალანსის დაცვა, ამ რეგიონის ევროპული მომავლის დაცვა, ეს არის ხალხის დაცვა და არა ამ არალეგიტიმურ მთავრობასთან რამე კავშირების დამყარება.

ამით თქვენ ვერ დაიცავთ ამ ქვეყნის მოსახლეობას, თქვენ მხოლოდ შეგიძლიათ მოსახლეობა, მოსახლეობის უფლებები დაიცვათ, დემოკრატიული უფლებები დაიცვათ ამ ქვეყანაში და როგორც თქვენ დაიცავით საქართველო, როცა ხელისუფლებას უნდოდა მიეღო და მიიღო რუსული კანონი და დადექით მოსახლეობის მხარეს, ასევე ამ არჩევნების მერე უნდა დაგვიდგეთ ჩვენ, მოსახლეობას, საზოგადოებას გვერდით, იმიტომ რომ ეს არჩევნები არ იქნა, არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ვერაფერი ვერ გახდის ამ არჩევნებს ლეგიტიმურს.

თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა