logo
ENG


მეზვრიშვილი: დღევანდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით!
  • 218ნახვები

კატეგორიულად მიუღებელია ეს "კი" ან "არა" ტონი და ფეხების ბაკუნი ზოგიერთი ბიძინას ფეიროლზე მსხდომი და ზოგიც სასარგებლო იდიოტი ხალხისგან. ამ ისტერიკამ ბევრეჯერ გააკეთა ოცნების საქმე და ხალხსაც ყელში აქვს ამოსული. ესაა პოლიტიკური პროცესი და არა საბავშვო ბაღი. ხალხს ნუ ზაფრავთ და დაბნეულობა ნუ შეგაქვთ.

ეს არჩევნები არ გამოხატავს ხალხის ნებას!

ამ პარლამენტს არ ექნება ჩვენგან ლეგიტიმაცია!

უპირველესი ამოცანა გვაქვს მტკიცებულებებით დავამტკიცოთ ამ არჩევნების გაყალბება. დიდი ხანია ეს პროცესი დაწყებული გვაქვს და მივიყვანთ ბოლომდე!დღევანდელ აქციაზე, რა თქმა უნდა, ვიქნებით!

ამიტომ, ემოციები დაიცხრეთ და ნუ მავნებლობთ. ჩახსნილი, მერე აღდგენილი, მერე ისევ ჩახსნილი სიები; პარლამენტში შესული, გამოსული, მერე ისევ შესული ხალხი ბევრი გვინახავს. უახლოეს წასრულს მაინც გადავხედოთ.

წერს Facebook-ზე პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთ ლიდერი ნათია მეზვრიშვილი. აქცია 19:00 საათზე, პარლამენტთან გაიმართება.



ასევე ნახეთ
close დახურვა