logo
ENG


გახარია: მთავარი მოთხოვნაა თავისუფალი, სამართლიანი, დემოკრატიული არჩევნები
  • 311ნახვები

მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა - ხელს შეუშლის. არჩევნები კი არაა თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს, თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში, ფაქტობრივად დღეს ჩიხში ვართ, საქართველოს დიდი ნაწილი დღეს დგას ქუჩაში და ამბობს, რომ "ჩვენს ნებას ეს შედეგები არ ასახავს, მოგვატყუეს". შესაბამისად, ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა და ამ ხალხის ლეგიტიმაციის, საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ისედაც, დაცვის გარეშე ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში.

თქვა გახარია საქართველოსთვის თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ მედიასთან საუბრისას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა