logo
ENG


ხოშტარია: კომიკურია მედვედევის მითითებით პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარება
  • 365ნახვები

გვინდა გამოვეხმაუროთ სალომე ზურაბიშვილის დაკითხვაზე დაბარებას. ხაზგასმით გვინდა ვთქვათ, დღეს სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი, ასრულებს ისტორიულ მისიას საქართველოს კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის და ჩვენი ევროპული გზის დაცვის. დღეს სალომე ზურაბიშვილი არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს. მას აქვს ხალხის მხარდაჭერა, ჩვენი, ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერა და მაქვს აქვს უდიდესი საერთაშორისო მხარდაჭერა და რაც მთავარია, ის არის მართალი ქვეყნის ისტორიის და მომავლის წინაშე.

ამიტომ, ყველანაირი კომიკური დაბარება რუსეთის პრეზიდენტის, მედვედევის მითითებით, ეს არის კიდევ უფრო დასუსტება და კუთხეში მომწყვდევა საკუთარი თავის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. პროკურატურაში დასაბარებელია ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის ღალატისთვის. ამიტომ, კომიკურია, როდესაც მსოფლიოს ყველაზე მაღალი ტრიბუნიდან ბაიდენისგან, ევროკავშირისგან პირდაპირ გვესმის აბსოლუტურად მტკიცე პოზიცია, რომ ეს არჩევნები იყო გაყალბებული, ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური. ამ პირობებში ამასთან შეწინააღმდეგება არის უბრალოდ კომიკური.

თქვა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პროკურატურის მიერ პრეზიდენტ სალომე ზუბირაშვილის გამოკითხვაზე დაბარებასთან დაკავშირებით. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა