logo
ENG


ბრაიზა: როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რუსეთი არ ჩარეულა არჩევნებში? ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს
მეთიუ ბრაიზა
03 ნოე, 2024 10:12
ბრაიზა: როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რუსეთი არ ჩარეულა არჩევნებში? ქვეყნის ოკუპაცია მოახდინეს
  • 325ნახვები

ვფიქრობ, საერთაშორისო დონეზე შეცდომაა, როდესაც რუსეთი გამოდის და ამ არჩევნების შედეგებს საქართველოს ულოცავს. თუმცა, რა თქმა უნდა, რუსეთის აუდიტორია არა საერთაშორისო საზოგადოება, არამედ ამ შემთხვევაში ქართველი ხალხია, ეს ქართველი ამომრჩევლების ქვეცნობიერი დაშინების გზაა - ეუბნებიან, რომ ჯობია მიიღონ არჩევნების შედეგები, რადგან მათ [ქართული ოცნების] უკან, [რუსეთი] დგას. ეს ასევე პუტინის მესიჯია რუსებისთვის, რითაც მათ ეუბნება, რომ "ვარდების რევოლუცია" მკვდარია და არც იფიქრონ, რომ მსგავსი რამ გაიმეორონ რუსეთში.

ჩაერია თუ არა რუსეთი ამ არჩევნებში? ამის მყარი მტკიცებულება არ მაქვს. მაგრამ, როგორ შეიძლება ვიფიქროთ, რომ რუსეთი არ ჩარეულა [საქართველოს არჩევნებში]? მათ ქვეყნის 20%-ზე მეტის ოკუპაცია მოახდინეს; ქვეყანაში შეიჭრნენ; საქართველოში არსებობს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთთან ურთიერთობა აღადგინა; გააუქმა ანაკლიის პორტი და გააკეთა ბევრი რამ, რაც რუსეთს სურს.

ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, ემანუელ მაკრონის ხელახლა არჩევის პროცესიდან და ევროპაში ჩატარებული სხვადასხვა არჩევნებიდან გავიგეთ, რომ რუსეთის თამაში გეგმა არის, გააკეთონ ყველაფერი, რათა არჩევნებზე გავლენა მოახდინონ და საკუთარი მიმართულებით წაიყვანონ. ვერ წარმომიდგენია, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც ისინი ამას არ გააკეთებდნენ იქნებოდა ქვეყანა, რომლის 20%-იც ოკუპირებული აქვთ.

ასე რომ მყარი მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ სრულიად ალოგიკური და რუსეთის ბოლოდროინდელი ისტორიული პრეცედენტებიდან გადახვევა იქნებოდა, რომ ეთქვათ, მოდი საქართველო გამონაკლისი იყოს, ნუ ჩავერევით მათ არჩევნებში- ამის დაჯერება შეუძლებელია.

განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ ამერიკის ხმასთან საუბარში.



ასევე ნახეთ
close დახურვა