logo
ENG


ჯანელიძე: სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და ოცნებაც ამისთვის მომზადებულია
  • 368ნახვები

როგორც ჩანს, სანქციების რეჟიმის დამძიმება გარდაუვალია და ქართული ოცნებაც ამისთვის მომზადებულია.

მე მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ მეგობრებს და ვთხოვო, არ შეაჩერონ უვიზო მიმოსვლა საქართველოს უდანაშაულო მოქალაქეებისთვის!

2016 წელს, როდესაც ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით, მაშინაც გთხოვდით შესაძლებლობის გახსნას, იმ მიზნით რომ მეტ საქართველოს მოქალაქეს ენახა ევროპული ცხოვრების სტილი, დემოკრატია, სოციალური კეთილდღეობები, კულტურა, ღირებულებები.

ამით, ევროპულმა ინტეგრაციამ ისტორიულ მიზანთან მიახლოებასთან ერთად პრაქტიკული სიკეთე მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს. ამ გადაწყვეტილების სისწორე 2024 წლის არჩევნებზეც კარგად გამოჩნდა, დავინახეთ რა ახალი თაობის, რომელიც ყველაზე მეტად სარგებლობს ამ სიკეთით, ერთგულება ევროპული მომავლისადმი. იმ შემთხვევაში, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება ყველასთვის, ამან შეიძლება გაზარდოს ქართული ოცნებისადმი ბრაზი საზოგადოებაში, მათ შორის ქართული ოცნების ამომრჩეველში, თუმცა მაშინ როდესაც სახელმწიფო სრულად მიტაცებული აქვს ქართულ ოცნებას, ეს მხოლოდ ჩვეულებრივ მოქალაქეს დააზიანებს, დააცილებს რა მას ევროპას.

ქართული ოცნება კი, ამ საკითხს, კიდევ უფრო მეტი ანტიევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენებს. ეს დაახლოებით იგივეა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელ თანამემამულეებს არ მისცე საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის შესაძლებლობა.

წერს ქართული ოცნების ყოფილი წევრი და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.



ასევე ნახეთ
close დახურვა