logo
ENG


გვარამია: ოცნება უნდა წავიდეს, ხელისუფლება არის ხალხის და ის ხალხს უნდა დაუბრუნდეს
  • 232ნახვები

ქართულ ოცნებას არც ერთი გრამი იმედი არ უნდა ჰქონდეს, იმისა, რომ თავისუფლად ინავარდებს ამ ქალაქში და არალეგიტიმურ პარლამენტს შეკრებს. ეს არის გამორიცხული. ჩვენ წაგვართვეს არჩევნები, მაგრამ კიდევ უფრო უარესია ამას ერთად, რომ ჩვენ წაგვართვეს სამშობლო. ჩვენ წართმეულ სამშობლოს დავიბრუნებთ. ჩვენ იმისთვის არ გვიბრძოლია, დაწყებული წინა საუკუნეების ეპოქიდან დღემდე, რომ რუსეთში დავბრუნებულიყავით. ქართული ოცნება უნდა წავიდეს, ხელისუფლება მისი არ არის, ის მითვისებულია და ის უნდა დაუბრუნდეს ხალხს. ხელისუფლება არის ხალხის და ჩვენ მივდივართ ევროპაში. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ. საქართველო არ არის იმის ღირსი, რომ ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება - კობახიძის და პირველ რიგში ივანიშვილის სახით, რომელსაც ხელს არ ართმევს არავინ. საქართველო ევროპული ქვეყანაა და ჩვენ ამ ადგილს ღირსეულად დავიკავებთ

განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფორმულას ეთერში. 

*თბილისში გაყალბებული არჩევნების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია იმართება



ასევე ნახეთ
close დახურვა