logo
ENG


კამინსკი: აქ ვიყავი 2008-ში, როცა თბილისი რუსული საფრთხის ქვეშ იყო, ისევ რუსული საფრთხეა
  • 326ნახვები

მე ვიყავი გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როდესაც თბილისი იყო საფრთხეში. მე დავაორგანიზე ეს ვიზიტი, როგორც სახელმწიფო მდივანმა, ჩვენ ჩამოვედით აქ, როდესაც თბილისი პირდაპირი საფრთხის ქვეშ იყო. აქ ვიდექი, ამ ქალაქში, როცა ეს ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები აქ კვლავ, იმიტომ რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება და ეს საფრთხე შეიძლება ისეთი გამოხატული ტანკებით არ არის, თუმცაღა რამდენიმე კილომეტრით დაშორებით დგანან, მაგრამ ეს საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო, რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ქართველი ხალხის წინაშე, ისევე როგორც პოლონელი, უკრაინელი, ლატვიელი, ლიეტუველი, ესტონელი ხალხის წინაშე ორი გზა არსებობს ისტორიაში - ან ევროპისკენ სვლა, ან რუსულ ხელში ჩავარდნა.

თქვა პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიხალ კამინსკიმ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა