logo
ENG


გვარამია: მივესალმები პრეზიდენტის განცხადებას - გელოდებით ყველას, ვიშლებით ქალაქის მასშტაბით
  • 225ნახვები

მინდა მივესალმო, პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ისტორიულად და სახელმწიფოებრივად სწორია...

გელოდებით ყველას, ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს ქართულ ოცნებას, მის გაყალბებულ პარლამენტს, მის მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ყველა გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. ეს ქვეყანა ჩვენია, არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ, არც ერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში. ჩვენი ადგილია აქ, ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი, რადგან ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის მომავალიც ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში.

განაცხადა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერმა, ნიკა გვარამიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას. 

*პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებას გეგმა გააცნო. როგორც პრეზიდენტმა თქვა, უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, დაკომპლექტდეს ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შეიქმნას საარჩევნო დავებისთვის სპეციალური სასამართლო და მოხდეს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაც.



ასევე ნახეთ
close დახურვა