logo
ENG


პუბლიკას ჟურნალისტი: სახეში მირტყამდნენ, ხელიდან ხელში გადავდიოდი, ყველა მირტყამდა
  • 153ნახვები

თავიდანვე ჩანდა, რომ აგრესიულად იყვნენ განწყობილები, მათ შორის ტელევიზიის ჟურნალისტების მიმართაც. იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება, რაც სამართალდამცველის მხრიდან მოულოდნელია, ჩვენ კი მივეჩვიეთ წინა აქციების დაშლის დროს, მაგრამ გუშინ ეს თავიდანვე იგრძნობოდა. საკმაოდ მალევე მოვხვდი მათ ალყაში... თითქოს უსაფრთხო ადგილას ვიყავი, მაგრამ რაღაც მომენტში გამოცვივდნენ და უცებ შემიტაცეს. მარტო იმას ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ პირიქით იმოქმედა. ეს უფრო ცემა იყო, ვიდრე დაკავება. ისინი იყვნენ ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, ამიტომ ვერ ვიტყვი რომელი დეპარტამენტიდან იყვნენ. სულ სახეში მირტყამდნენ. მთელი ჭიჭინაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა ტერიტორია, მთელი ეს მონაკვეთი ამიყვანეს სულ ცემა-ცემით, ხელიდან ხელში გადავდიოდი და ყველა მირტყამდა. ვიღაცები მოდიოდნენ, რომ უბრალოდ დაერტყათ.

განაცხადა პუბლიკას ჟურნალისტმა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა ფორმულას ეთერში. საპროტესტო აქციაზე პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს დაკავებულ და ნაცემ პუბლიკის ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს ცხვირზე ოპერაცია ჩაუტარდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა