logo
ENG


დეკანოზი ლომიძე: თქვენ მართლა თქვენი ფერმა ხომ არ გგონიათ ეს ქვეყანა, თქვე თავხედებო?
  • 309ნახვები

საქართველო უნდა გათავისუფლდეს "ქართული ოცნების" მავნებლობისგან. დაიღალა ქვეყანა ამათი მდაბიო ტყუილებისგან, ამათი თაღლითური ტრიუკებისგან, კრემლის კაბინეტებში მოფიქრებული და ამათი შესრულებული სიბოროტისგან, ამათი პროვინციალიზმისგან და მდაბიო ვაჭრობისგან. რამდენი წელია უკვე, როგორც მდაბიო ჯალათები ფსიქოლოგიურად აწამებენ ხალხს. სისტემატურად და მიზანმიმართულად აკეთებენ რაღაც წარმოუდგენლად ცუდს, დამთრგუნველს, ქვეყნისთვის და მისი ღირსებისთვის შეურაცხმყოფელს. თან ისე ჯალათურად, რომ ერთი ფსიქოლოგიური სტრესისგან არაა ჯერ გამოსული ხალხი, რომ მეორეს და მესამეს უმატებენ. თითქოს უნდათ, რომ ბოლომდე მოსპონ და მოშალონ ყველანაირი ღირსება და ეროვნული მუხტი. თქვენ მართლა თქვენი ფერმა ხომ არ გგონიათ ეს ქვეყანა, თქვე თავხედებო? ამაზრზენია და აუტანელია უკვე ყურება თუ როგორ თავხედურად ვაჭრობენ ქვეყნის და ხალხის ბედით ისე, თითქოს საკუთარ ბაზარში იყვნენ. მორჩა, ხალხი ამას აღარ აიტანს. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ თავი უნდა დაანებოს საქართველოს. წადით, შეგვეშვით და გადაიკარგეთ. ისტორია თქვენს შესაფერ, მოღალატის სახელს დაგარქმევთ ძალიან მკაცრად. თქვენ 12 წელია ზიანის მეტი არაფერი მოუტანეთ ჩვენს სამშობლოს. იქნებ ღმერთმა შეგინდოთ, თუ გაიაზრებთ, რაც ჩაიდინეთ, ერი კი თავად გამოგიტანთ განაჩენს!

წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში.



ასევე ნახეთ
close დახურვა