როგორ წარმოგიდგენიათ, რომელიმე პოლიტიკოსის შვილი რომ იდგეს იმ ადგილას, ,სადაც ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდობაა გამოსული, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვინმე თავის შვილს ესვრის, თავის შვილს გალახავს? სამწუხაროა, რომ ჩვენ ერთმანეთის შვილებს არარაობად მივიჩნევთ. არსებადაც არ მივიჩნევთ. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მთავარი მონაწილეები ამ ძალადობისა, არიან ის ადამიანები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ასრულებენ დავალებას. იმისთვის სხვა სამყარო არ არსებობს. ისიც ადამიანია, ისიც ქრისტიანია, სადაც შეიძლება ეკლესიის სადღეგრძელოსაც ამბობენ, ქვეყნის, მშობლების, შვილების, მაგრამ გამოვლენ ამ დროს და სასიკვდილოდ შეიძლება გაიმეტონ ქართველი ერის ის გენოფონდი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ. ოდითგან საქართველო თავს იცავდა სხვადასხვა ურჯულოებისგან. დღეს ქართველი ქართველს ებრძვის და ვერ გაძღა ქართველი კაცი ერთმანეთის ჭამით, ხოცვა -ჟლეტით.
მე შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ ასეთი დამოკიდებულება, საქციელი ახალგაზრდების მიმართ, სუფთა რუსული დამოკიდებულებაა.
განაცხადა სურამის და ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა საკვირაო ქადაგებისას.