logo
ENG


ბოჭორიშვილი სავიზო დიალოგზე: პოზიციები გავცვალეთ, ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება
  • 48ნახვები

ქართულმა მხარემ პოზიციები წარადგინა. რაც შეეხება იმ წუხილებსა და რეკომენდაციებს, რაც ევროკავშირის მხრიდან დაფიქსირდა - ეს სამუშაო დონეზე პირველი შეხვედრა იყო, რომლის ფარგლებშიც პოზიციები გავცვალეთ. ჩვენი მხრიდან მთავარი მიზანი იყო, რომ ამ დონეზე, ევროპულ მხარეს მიეწოდებოდა ინფორმაცია, ქართული მხარის პოზიციები თითოეულ საკითხზე, რაც შეეხება სავიზო დიალოგს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას.

ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ეს იყო პირველი შეხვედრა, ეს ბოლო შეხვედრა არ არის და მოველით, რომ ევროკავშირის მხარე უფრო მეტად გაითვალისწინებს იმ ლეგიტიმურ მიზეზებს, რაც სავიზო დიალოგის ფარგლებში არსებობს და იმ ლეგიტიმურ პირობებს, რაც ქართულ მხარეს აქვს

თქვა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან. 

გუშინ, 11 ივნისს ბრიუსელში ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავიზო საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ქართულმა მხარემ ის პოზიტიურად შეაფასა, თუმცა ბრიუსელში წყარომ - "უნაყოფოდ". 

 



ასევე ნახეთ
close დახურვა