logo
ENG


კობახიძე: ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან
  • 101ნახვები

ნუ, ნაცმოძრაობას და ჯო უილსონს ჰყავთ ერთი პატრონი, ერთი ხელიდან იმართებიან ისინი, იღებენ ერთი და იგივე ხალხისგან დავალებებს და აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ სინქრონიზებულია მათი განცხადებები ერთმანეთთან. ნუ, ეს არის საბოლოო ჯამში ის გავლენა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, ამერიკაში უწოდებენ - დიფ სთეითს.

ჩინეთთან დაკავშირებით გზავნილებს რაც შეეხება - ხედავთ, რომ საქართველო და აშშ ერთად ვცდილობთ ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებას. ასეთ დროს, როდესაც ჯო უილსონი, რომელიც წარმოადგენს მმართველ პარტიას, თავს ესხმის საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო, არის აბსოლუტურად ალოგიკური და ამ ალოგიკურობას აქვს ერთადერთი მიზეზი - ის იღებს დაკვეთებს, დავალებებს და ეს დავალებები არის მიმართული ჩვენი ხალხის ინტერესების, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, თუმცა, როგორც აქამდე არ ჰქონდა არავითარი განსაკუთრებული ფასი ჯო უილსონის განცხადებებს, ასევე იქნება მომავალშიც.

თქვა ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა