კობახიძე დგას ახლა პირდაპირ ეთერში და აჟღერებს ქართული ოცნების ოცნებებს:
- რომ ქართველი ხალხი აღარ გამოვა გარეთ და შეწყვეტს პროტესტს
- პროტესტის მონაწილეები დაიღლებიან
- საჯარო მოხელეები დატოვებენ თანამდებობებს და მოხდება "სისტემის თვითწმენდა"
- ტრამპი 20 იანვარს აღიარებს ქართულ ოცნებას
ამის მერე, დალაგდება ყველაფერიო.
აშშ-ს საელჩოს რომ დავესესხოთ - "ყველაფერი გასაგებია"
წერს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე Facebook-ზე და ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება.