logo
ENG


ტრამპი: ზელენსკისა და უკრაინას სიგიჟის შეჩერება სურთ, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი
  • 319ნახვები

რუსეთი და ირანი ახლა დასუსტებულებულები არიან - ერთი უკრაინისა და ცუდი ეკონომიკის გამო, ხოლო მეორე ისრაელისა და მისი საბრძოლო წარმატების გამო.  ზელენსკისა და უკრაინას სურთ გარიგების დადება და სიგიჟის შეჩერება. მათ უაზროდ დაკარგეს 400 000 ჯარისკაცი და კიდევ ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე.

დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ცეცხლი და დაიწყოს მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი სიცოცხლე ასე უაზროდ იკარგება, ძალიან ბევრი ოჯახი ნადგურდება და თუ ეს ასე გაგრძელდება შესაძლოა, უფრო საშინელი შედეგები მივიღოთ.

 

წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

7 დეკემბერს, ამერიკის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში შეხვედრა გამართეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა