logo
ENG


ჩირინას დამფუძნებელი: ალბათ ძალიან ცუდი ბედი გვიწერია, განვითარებაზე ალბათ აღარაფერი იქნება
  • 158ნახვები

თბილისში და მთელ საქართველოში უკვე გვაქვს სამოქალაქო ომი, სამოქალაქო ომი როდის არის - როდესაც ერთი ნაციის ერთი ნაწილი ეომება პირველს და ეს გვაქვს უკვე. ზომები და ფორმები შეიძლება პატარა იყოს, დღეში 30-40 კაცს სასიკვდილოდ სცემენ, ეს გაიზრდება. მე 70 წლის გახლავართ და ერთი ნაბიჯია, როდესაც ზოგიერთი მოქალაქე აიღებს ავტომატს და ისვრის. ძალიან საშიშ ზონაში ვართ. რაც შეეხება ბიზნესის განვითარებას, ჩვენ ალბათ ძალიან ცუდი ბედი გვიწერია, განვითარებაზე ალბათ აღარაფერი იქნება და სამოქალაქო ომის თუ დაიწყო ბევრი ჩვენგანი ალბათ საქართველოდანაც წავა და ბიზნესსაც დახურავს. ეს მომავალი გვაქვს.

დეესკალაცია უნდა იყოს სურვილი მთავრობის, საჭიროა იმ პოლიციელების თუ არაპოლიციელების, ვინც ხალხს სცემს, მათი დაჭერა. შინგან საქმეთა მინისტრის ალბათ გამოცვლა და თანამდებობის პირთა შეცვლა არის საჭირო. სწორედ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ლაპარაკი, რომ დარჩენილ ხალხს სურვილი აქვთ რაღაც გააკეთონ. ჩემი აზრით, ამ პირობებში არჩევნებზე უსუსურია საუბარი, რადგან არჩევნები ამ პირობებში არ ტარდება

თქვა ჩირინას დამფუძნებელმა, რევაზ ვაშაკიძემ, ბიზნესის კვირეულის ეთერში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.



ასევე ნახეთ
close დახურვა