რაც ქვეყანაში ხდება არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რაც არის აქსიომა. ის ესკალაცია და დაპირისპირება, სადამდეც ჩვენ მივედით გაცილებით ადრე დაიწყო და ყოველწლიურად აღწევდა ახალ მწვერვალებს. განსაკუთრებით არჩევნების წინ, კარგად გემახსოვრებათ ის ბანერები, რომელიც რა ფორმით იყო მოწოდებული კარგად გახსოვთ. ასევე, ის დაპირებები, რომ ოპონენტები არიან სამშობლოს მოღალატეები, უსამშობლოები და რა თქმა უნდა ისინი უნდა გაქრნენ.
ეს ძალადობაც, დაპირისპირებაც არის ამის შედეგი და არ მგონია აქ რამე სხვა დინამიკა იყოს. ის იყო წახალისებული მანამდეც და ახლაც. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი ასეთ დროს ყოველთვის არის. გამოსავალი არის ახალი არჩევნები.
განაცხადა სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელმა მდივანმა, არჩილ მორჩილაძემ BMG-ის სპეციალურ ეთერში, ბიზნესის კვირეულში. ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.