ბოლო კვარტალში, 25%, 40% და 80%-იანი ვარდნაა აქვს კონკრეტულ ბიზნეს სფეროებს. ეს არის ტურიზმი, ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნესები, სამშენებლო სფერო, მომსახურების სფერო და ეს სია უსასრულოდ გრძელდება. ეს დაიწყო ივნისიდან. ათეულობით და ასეულობით მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როგორ შეწყვიტა ინვესტორმა საქართველოში ფუნქციონირება. ადგა და ძალიან მარტივად გადაიტანა სხვა ქვეყანაში. იმიტომ, რომ ამ არეულ და არასტაბილურ სიტუაციაში არ უნდოდათ ოპერირება. ასევე, მინდა ვთქვა, რომ უკვე ძალიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ვართ. ხვალვე ჩვენთვის მზემ რომ გამოანათოს, უკვე ძალიან ბევრი ბრძოლები გვექნება გადასატანი. მით უმეტეს, რაც უფრო გაიწელება ეს პროცესი, უფრო და უფრო რთული იქნება მაჩვენებლების რეგულირება.
ძალიან რთულია აქ ყოფნა და რეალურად საშიშია. გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ დღეს აქ მარტო ვერ მოვედი, იმიტომ რომ უკან რომ გავალ, არ გამლახონ. ყოველ ჯერზე, როდესაც აქციაზე მივდივარ, არ ვიცი ჩემს სამი კვირის შვილთან უკან დავბრუნდები თუ არა.
რატომ გვცემენ და რატომ გვიჭერენ? ფულის გამო. ეს ფული საიდან მოდის? - რეალურად მათი ბიზნესებიდან. უნდა გაკეთდეს სია, ბიზნესის შემთხვევაშიც [როგორც ეს რობოკოპების შემთხვევაში იყოს]. რომელი ბიზნესებია მათი დაქვემდებარების ქვეშ, რომ საზოგადოებამ კარგად იცოდეს სად არ უნდა მივიდეს. ამის ინფორმაცია უნდა იყოს.
განაცხადა FAS GROUP-ის დამფუძნებელმა, ნათია სხვიტარიძემ ბიზნესის კვირეულის ეთერში. ის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.