დამოუკიდებლობის შემდეგ, რა ისტორიაც დაიწერა, ბევრი რამ მოხდა, მაგრამ დღეს რაც ხდება, მთელი საქართველოს მასშტაბით ამხელა პროტესტია, მგონი, არასდროს არ ყოფილა. ქვეყანაში 33 წლის განმავლობაში რაც შეიქმნა, დღეს ამ ყველაფრის ჩამოშლის საშიშროება დგას.
2012 წელს პლაკატით ვიდექი და ვამბობდი, რომ მიშა მკვლელია მეთქი. დღეს იგივე სიტუაციაში გვიხდება მდგომარეობა, რომ ხელისუფლების წინაშე შეიძლება ვიღაც გამოვიდეს და იგივე შინაარსი იყოს ყველაფერი. ამას გამოსავალი აქვს ერთადერთი, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი უნდა დადგეს სიმართლის მხარეს. უბრალოდ, ის კონფორმიზმი, რაც არსებობს, კომუნისტური აზროვნება უნდა ჩამოვირეცხოთ. ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ და თავისუფლებას უნდა შევეგუოთ. ჩვენ თავისუფლებისთვის, საკუთარი შვილების ბედნიერებისთვის ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
განაცხადა BMG-ის ეთერში რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.