logo
ENG


გვარამია: დღეს "ხელისუფლება" არის კოლექტიური ტიტუშკა
  • 203ნახვები

ქართული კრიტიკული მედია სამშობლოსა და დემოკრატიის დაცვის პირველ ხაზზე დგას და ვაღიაროთ, ამ ბრძოლის ფლაგმანია. გასაგები მიზეზების გამო, კადრები არ მინახავს, მაგრამ მაკა ჩიხლაძისა და მისი ოპერატორის დარბევა ქოცების პარამეტრებითაც კი უმძიმესი ყოფილა.

ჩემი მხარდაჭერა მაკას, გიორგი შეწირულს, მთელ TV პირველს და სრულიად ქართულ კრიტიკულ მედიას. არავითარი ტიტუშკები არ არსებობენ, დღეს ყველა ქოცი, ნიღბიანი თუ უნიღბო - ტიტუშკაა და ჩვენს სამშობლოს უსწორდება - ხან ჟურნალისტის, ხან მომიტინგის, ხან მსახიობის, ხან პოლიტიკოსისა და ხან სხვა პატრიოტის მსხვერპლად შერჩევით. დღეს "ხელისუფლება" არის კოლექტიური ტიტუშკა და არალეგიტიმური ხუნტა.

 

წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია. ის ტვ პირველის ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის წინააღმდეგ ტიტუშკების თავდასხმას გამოეხმაურა.



ასევე ნახეთ
close დახურვა