ბიზნესს აქვს უამრავი ბერკეტი იმისა, რომ გაიფიცოს, გამაფრთხილებელი გაფიცვა გააკეთოს, ბოლო-ბოლო გადასახადებიც კი შეაჩეროს, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ორგანიზებულად, არ შეიძლება ვინმე ერთი კომპანია ან ერთი კომპანიის თანამშრომლები შევატოვოთ სისტემას. ეს უნდა მოხდეს დაგეგმილად, ორგანიზებულად.
ბიზნესი არის სწორედ ის ხალხი, ის სექტორი, რომლის გადასახადებითაც ამ პოლიციელებს ხელფას ვუხდით და რომლებიც არ ინძრევიან, როცა დანაშაულს ხედავენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ იგრძნოს ბიზნესის ძალა.
დღეს მე დავინახე, რომ ქართული ბიზნესი დადგა ფეხზე, უმეტესი ნაწილი, კრიტიკული მასა შეიკრიბა ახლა მთავარია ერთად დგომა, ამ შეხვედრების გაგრძელება და გარანტიას გაძლევთ, რომ ვერავინ მოგვერევა! ვერავინ მოერევა ქართულ ბიზნესს, ნამდვილ ქართულ ბიზნესს და არა იმას, ვისაც ახლა "დალაგებული" აქვს და ეშინია სიტყვის ამოღების, რომ იქ ტენდერი ვერ მოიგოს, ამ ხალხზე არ ვსაუბრობ, მე ვსაუბრობ ნამდვილ ბიზნესმენებზე , რომლებმაც ნულიდან შექმნეს თავიანთი საქმე. ასეთი ხალხი იჯდა დღეს იქ. მივესალმები მათ და მოვუწოდებ იმ ბიზნესმენებს იმ კომპანიებს, რომლებსაც ჯერ არ ამოუღიათ ხმა, აქ და ახლა წყდება ქვეყნის ბედი, ეს უნდა ვუმეოროთ ყველას. ზოგი გვიან შემოუერთდება, მაგრამ მეგობრებო, უკვე დროც არ არის ბევრი, გადასულები არიან ტერორზე და ძალადობაზე.
დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრი. არაფერი გაქვთ დასამალი! პატიოსნად და ღირსეულად მუშაობთ, იხდით გადასახადებს რა უნდა გაგიკეთოთ ან საგადასახადო ინსპექციამ ან ბიძინა ივანიშვილმა? თავისუფლებაზე მაგარი რამე არ არსებობს დედამიწის ზურგზე და ბიზნესი თავისი არსით თავისუფალი ადამიანების საკეთებელი საქმეა! მე ამდენი ხნის განმავლობაში არ მინახავს ბიზნესი და ბიზნესმენი შეზრდილი ხელისუფლებასთან, რომლის კომპანია გადარჩა - არ მინახავს.
თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში.