ჩვენ, ევროპარლამენტი, ყოველთვის ძალიან მკაფიო ვიყავით ქართველი ხალხის სურვილის მხარდაჭერაში, გაიარონ ეს გზა ევროკავშირისკენ. ამასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ რეზოლუციაც მივიღეთ. მოხარული ვარ, რომ ჩემი 6 კოლეგა იმყოფება თბილისში და ხვდება პრეზიდენტს, პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ჩვენს პოზიციას ნათლად აჩვენებენ, რომ არჩევნების შედეგები მოცემულ ვითარებაში არალეგიტიმურია და ამიტომაც არ ვაღიარებთ მას.
ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ საჭიროა უფრო მკაცრი ზომების მიღება და ამის გაკეთება ჯერ კიდევ შეუძლია აღმასრულებელ მხარეს, მაღალი რანგის პირებს ბრიუსელიდან. ჩემი პარლამენტის მსგავსად მე ძალიან მკაფიო ვარ, რომ ამ არეულობაზე მთავარი პასუხისმგებელი ბიძინა ივანიშვილია. ყველაფერში ისაა დამნაშავე, ყველაფერი მის მიერაა ორკესტრირებული და სწორედ მას უნდა დაუწესდეს სანქციები. ევროკავშირში უნდა გაიყინოს მისი აქტივები და ვინაიდან, ის ევროკავშირის მოქალაქეცაა და ფრანგული პასპორტიც აქვს, ვფიქრობ, ეს უფრო ადვილი იქნება. ამ ადამიანზე უნდა მოხდეს ზეწოლა და ეს არის ის, რასაც ჩემი აზრით, ქართველი ხალხიც ელოდება.
განაცხადა ევროპარლამენტარმა მიხაილ გალერმა გადაცემა დროებაში.