ჩვენ ვხედავთ ქართველ ხალხს, რომელიც მტკიცედ დგას საკუთარი ევროპული მომავლის დასაცავად და ეს არ არის ის, რისთვისაც დგას საქართველოს ხელისუფლება. ასე, რომ არის დიდი სხვაობა ამ ორ პოზიციას შორის. ამასთან ერთად ჩვენ ვხედავთ მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, რომლის შესრულების პირობაც ჩვენ ყველამ ერთად დავდეთ, მათ შორის თავისუფლად შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებები. მე შევიყვანე საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ლატვიის ეროვნული სანქციების სიაში. მათ ლატვიაში არ მივესალმებით. ამის შესახებ ვისაუბრებთ ევროკავშირის დონეზეც და ველოდებით, რომ მივიღებთ გადაწყვეტილებას, მათ შორის დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებთან მოგზაურობასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პოზიცია, როგორც ბალტიის ქვეყნების, ასევე ევროკავშირის, საკმაოდ ნათელია. ჩვენ ვდებთ დიდ ძალისხმევას, ფინანსებს, რესურსებს საქართველოს ევროპულ მომავალში, ქართველ ხალხს ყოველთვის სურდა ევროპელი. ცხადია, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მოლოდინია, რომ ისინი შეასრულებენ ქართველი ხალხის სურვილებს.
განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება, სადაც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.