ვისაც იმედი გქონდათ მუხტი განელდება ახალწლის ღამის მერეო … ესეც ვერ გათვალეთ! ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა ეს არავის ეპატიება! დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!
წერს სოციალურ ქსელში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ის სახალხო პროტესტს გამოეხმაურა.