logo
ENG


ბრაჟე: საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს ქართველი ხალხის ნებას
ბაიბა ბრაჟე
27 იან, 2025 12:24
ბრაჟე: საქართველოს მთავრობა პატივს არ სცემს ქართველი ხალხის ნებას
  • 160ნახვები

ევროკავშირმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯები, რაც არსებითად ცვლის სავიზო რეჟიმს მთავრობის მაღალჩინოსნების, საჯარო მოხელეების მიმართ. ისინი ვერ შეძლებენ დიპლომატიური პასპორტებით უვიზოდ მოგზაურობას ევროკავშირში. ასე, რომ ეს არის გამიზნული ქმედება. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის არანაირი დახმარება არ გაიცემა მთავრობასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის ან სააგენტოებისთვის. სამწუხაროდ, ისინი პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის ნებას ევროპული მომავლის კუთხით, დემონსტრაციების კუთხით. ლატვიაში შემოსვლა ავუკრძალეთ სამთავრობო პირებს და იმ ხალხს, რომლებმაც განახორციელეს თავდასხმები და რეპრესიები ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე. იგივე გააკეთეს სხვებმაც, ასე, რომ ზეწოლა არსებობს, მაგრამ კარიც ღიაა, თუ ქართველი ხალხის ნებას პატივს სცემენ.

განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. ევროკავშირის საგარეო მინისტრები დღეს საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა