logo
ENG


ვაშაძე: რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში? – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ, არა საქართველოს
  • 128ნახვები

"რატომ არ არის ანწუხელიძე სახლში?“ – ეს კითხვა პუტინს უნდა დაუსვათ! და არა საქართველოს!

თუ ანწუხელიძე "უაზროდ იყო გაწირული“, მაშინ:

გმირობა რას ნიშნავს?

სამშობლო რას ნიშნავს?

და თქვენ საერთოდ ვის ემსახურებით? რას წარმოადგენთ?!

ანწუხელიძე არის გმირი, სიმბოლო – საკუთარი ქვეყნის და ღირსების დაცვის მაგალითი! თეა წულუკიანმა შეურაცხყო: ქართველი გმირი, მისი ოჯახი, ყველა სამხედრო, ყველა გმირის შვილი. ჩვენი ისტორია თურმე “პიარია”, გმირები კი – "უაზროდ გაწირულები“?! ეს არ არის პოლიტიკა – ეს არის ეროვნული ღალატი! და ეს ასე უბრალოდ ვერ ჩაივლის!

არავის მივცემთ უფლებას  შეურაცხყოს ანწუხელიძე და მისნაირი გმირები!

წერს სოციალურ ქსელში კოალიცია ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.

ის თეა წულუკიანს გამოეხმაურა, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თქვა, რომ "გიორგი ანწუხელიძე განწირულია, ვიღაცის პიარისთვის".



ასევე ნახეთ
close დახურვა