logo
ENG


შილინგი: ამაღლობელის საქმე ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული, შეტევაა პრესის თავისუფლებაზე
ლენა შილინგი
18 ივნ, 2025 21:55
შილინგი: ამაღლობელის საქმე ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული, შეტევაა პრესის თავისუფლებაზე
  • 356ნახვები

მზია ამაღლობელი პირველი და ერთადერთი პოლიტპატიმარი ჟურნალისტია საქართველოში. მისი დაპატიმრება პოლიტიკურ ყალბ ბრალდებებზეა დამყარებული. მე ვესწრებოდი საქართველოში მის სასამართლოს. მისი საქმე არის შეტევა პრესის თავისუფლებაზე. მზია არის სიმბოლო იმ მოძრაობისა, რომელიც დაშინების მიუხედავად, იბრძვის დემოკრატიისთვის და ევროპული მომავლისთვის. ის მიზანშია ამოღებული, რადგან ის იცავს სიმართლეს და უარს ამბობს ჩუმად ყოფნაზე. ასობით პოლიტიკური პატიმარია ციხეში, რადგანაც ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა, რუსული კონტროლის დამყარება. მზია იცავს თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოს და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ მას და ყველა საქართველოს მოქალაქეს მხარი დავუჭიროთ.

თქვა ევროპარლამენტარმა ლენა შილინგმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მზია ამაღლობელის პატიმრობასა და საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მდგომარეობას განიხილავენ. [სინქრონული თარგმანი]



ასევე ნახეთ
close დახურვა