logo
ENG


კალაძე ევროკავშირის ელჩზე: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი
კახა კალაძე
24 ივლ, 2025 13:28
კალაძე ევროკავშირის ელჩზე: ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი
  • 697ნახვები

ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რასაც მაგალითად, ევროკავშირის ელჩისგან ვისმენთ; რასაც ვისმენდით არჩევნების პროცესში. არ ვიცი, როდის გააკეთა მსგავსი განცხადება და თუ მართლა გააკეთა, ქვეყნიდან გასაგდებია.... ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, რა თქმა უნდა, გავაძევებდი, რადგან პირველ რიგში, პატივი უნდა სცენ ქართულ სახელმწიფოებრიობას. ევროკავშირის, ნებისმიერი ქვეყნის ელჩს არანაირი უფლება არ აქვს, ჩაერიოს ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში, ხელი შეუწყოს საზოგადოების დაპირისპირებას, პოლარიზაციას. მე ელჩთან, როგორც ადამიანთან რაიმე საპირისპირო კი არ მაქვს? მას აქვს სტატუსი, ის არის ევროკავშირის წარმომადგენელი და ოფიციალური პირი ქვეყანაში. კეთილი უნდა ინებოს და თავი შეიკავოს მსგავსი ტიპის განცხადებებისგან, რომლებიც გაჯერებულია ტყუილით, სიცრუით, ახალისებს ექსტრემიზმს, ბოროტებას და ყველაფერ უბედურებას, რაც ქვეყანაში ხდება.

ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ დადგება საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გაწვევის საკითხი.



ასევე ნახეთ
close დახურვა