იცის საზოგადოებამ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ასეთი ძალადობრივი აქტი, როგორიც გუშინ განახორციელეს დაამსხვრიეს, დალეწეს გარშემომყოფი ღობი და ის ერთ-ერთი თვალწარმტაცი ღირსშესანიშნაობა ჩვენი ქალაქის, სადაც თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს სიარული და ვხედავთ უამრავ ადამიანს, ტურისტებს, რომლებიც სარგებლობენ ამ სილამაზით, როგორი განადგურებული იყო და ეს არავის არ უნდა ეპატიოს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ეს ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება, იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მოქალაქეებს ამ შეგნებისთვის და დარწმუნებული ვარ, მჯერა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, რომ ეს ყველაფერი იქნება წარსულში დატოვებული, სახელმწიფო იმოქმედებს და ვთხოვ მე ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს, იყვნენ მკაცრები ასეთი გამოვლინებების დროს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მათი უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვსარგებლობ შემთხვევით - თითოეულ მათგანს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ ასეთ მაღალ დონეზე ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას.
თქვა ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე.