logo
ENG


კალაძე ვალტონენზე: ჩამოვიდა აკაცუკების პატრონი, რომ საკუთარი "შვილები" მოენახულებინა
კახა კალაძე
16 ოქტ, 2025 12:09
კალაძე ვალტონენზე: ჩამოვიდა აკაცუკების პატრონი, რომ საკუთარი "შვილები" მოენახულებინა
  • 316ნახვები

ძალიან სამწუხარო ფაქტი იყო ამ ტიპის [აქციაზე გასვლა] ნაბიჯის გადადგმა, თუმცა, არც გასაკვირია. იცით, რომ ძალადობრივი ჯგუფები გარედან ფინანსდებიან. რამდენიმე აკაცუკი შეიკრიბება, რუსთაველის გამზირს გადაკეტავს, თბილისის მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. რაც შეეხება ეუთო-ს თავმჯდომარის ვიზიტს, ჩამოვიდა მათი პატრონი, რომ საკუთარი "შვილები" მოენახულებინა.

იცით რა არის მთავარი? საზოგადოება უკვე ყველაფერს ხვდება, ყველაფერი ხელისგულზეა და ცხადია, ვის რა ინტერესი აქვს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ამიტომ ის პოლიტიკა, რომელსაც ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ახორციელებს და ჩვენი მტკიცე ხასიათი, პირველ რიგში, მიმართულია იქით, რომ დავიცვათ ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესები.

ამბობს ქართული ოცნების თბილისის მერი კახა კალაძე ეუთო-ს თავმჯდომარე ელინა ვალტონენიზე, რომელიც საქართველოში ვიზიტის დროს რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა