logo
ENG


კობახიძე: რადიკალებმა ვეღარ გადაკეტეს ქუჩა - ეს ნიშნავს, რომ კანონმა დაიწყო ამოქმედება
  • 255ნახვები

ერთი წლის განმავლობაში პირველად რადიკალებმა ვეღარ მოახერხეს ქუჩის გადაკეტვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ახალმა კანონმა დაიწყო ამოქმედება. რა თქმა უნდა არ უნდა მოვდუნდეთ, ყურადღებით გავაგრძელოთ მუშაობა. საბოლოო ჯამში, რადიკალიზმი ბოლომდე უნდა ჩაიშალოს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება, 50 რადიკალი ძალადობდეს 1 700 000 ადამიანზე. ამის წინააღმდეგ ამოქმედდა კანონმდებლობა და ვხედავთ რომ დაიწყო ეფექტურად მუშაობა ახალმა კანონმა.

ამბობს ქართული ოცნების პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. 22 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა. ქართლი ოცნების შსს-ს ცნობით, დაკავებულია 20 ადამიანი. მათ შორის ერთი სისხლის სამართლის წესით.



ასევე ნახეთ
close დახურვა