logo
ENG


პაპუაშვილი: მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი
  • 323ნახვები

დღეს მზია ამაღლობელი არის დამარცხებული და შერცხვენილი პროტესტის მძევალი, რომელსაც მოეთხოვება შეესაბამებოდეს მისგან გამოძერწილი გმირის ცრუ ხატს. ადამიანის და მისი ბედის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მართლაც სავალალოა.

უფრო ზოგადად რომ შევხედოთ, ჩვენ ამ პრიზით კიდევ ერთხელ დაგვანახეს, რომ ჩვენსას არც სახელმწიფოს, არც სუვერენიტეტს, არც დემოკრატიას და არც მის წესრიგს პატივს არ სცემენ და არად დაგიდევენ, ღირებულებების საბაბად მოყვანით კი ახალისებენ ანტისახელმწიფოებრივ და დესტრუქციულ აქტივობას ნებისმიერ დონეზე.

სწორედ ამგვარი ორუელისეული ახალმეტყველებით ცდილობენ ამობრუნებული რეალობის დამკვიდრებას, როდესაც ევროპარლამენტის ხელით ქვეყანაზე მოძალადეს გმირად აცხადებენ, ხოლო ქვეყნის პატრიოტს - მტრად...

ამაღლობელისთვის სახაროვის პრიზის გადაცემამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ბრიუსელში არ გააჩნიათ მგრძნობელობა ქართველი ხალხის მიმართ. მათ არ ესმით საქართველოს ნამდვილი ხმა, ვინ ვართ, საიდან მოვდივართ, რა გვაწუხებს და რა გვახარებს.

ამბობს ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა