logo
ENG


ყაველაშვილი პროტესტის მონაწილეებზე: იგონებენ რაღაც ზეწოლებს, ციხეში მიდიან, არაფრის გამო
  • 765ნახვები

იმდენად მნიშვნელოვანი თემები ამოდის ზედაპირზე, რომ ჩვენ მოქალაქეებს ვურჩევდი, ვთხოვდი - მოდი, ამ საკითხებზე გავაკეთოთ რეაგირება. თორემ, მსახიობია, სტუდენტია, აქტივისტია, თუ არ ვიცი, ეს აქტივისტი რას ნიშნავს, დამისახელოს, კანონში ჩაიხედოს, კონსტიტუციაში ჩაიხედოს, სად არის ან დიქტატურა, ან ავტორიტარიზმი სად არის, ისარგებლე შენი უფლებებით. ვინმე შეიჭრა შემოქმედებით ნაწილში და უთხრა, ან ამას რატომ იღებ ან ამას რატომ აკეთებ? თეატრის მსახიობები გამოდიან და სირცხვილია, კაცო. რომ ედრებიან, რა 37 წელს და საბჭოთა კავშირს ედრებიან? მაგრამ იმ საბჭოთა კავშირის დროსაც შედევრები იქმნებოდა იმის ფონზე, რომ საკუთარი თავი ეპოვათ და ესენი ამ თავისუფლებაში რომ იგონებენ რაღაც ზეწოლებს და თავით ეტაკებიან და ციხეში მიდიან, არაფრის გამო - ეს კითხვა იმიტომ დავიწყე, რომ რას აპროტესტებენ? ალბათ, 410-ე დღეს რომ დაუსვა კითხვა, დაავიწყდებათ, რატომ დაიწყო ეს პროცესი, ამ აქციის. აი, რას აპროტესტებენ?

თქვა ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ინტერვიუს დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა