logo
ENG


ხაზარაძე: რაც არ უნდა გააკეთოს ოცნებამ, სიტყვის თავისუფლებას, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავს
  • 524ნახვები

მინდა მივმართო, რომ საქართველოში, რაც არ უნდა გააკეთოთ, სიტყვის თავისუფლებას ვერ შეაჩერებთ, პოლიტიკურ პროცესს ვერ მოკლავთ, თუმცა დიდი მცდელობა გაქვთ მაგის და ქართველ ხალხს დემოკრატიას ვერ წაართმევთ. ბრძოლა გაგრძელდება ჩვენი მხრიდან ყველა კანონიერ ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო, სამართალი, გავაგრძლებთ ამ ბრძოლას და ასეთ აბსურდებს არ მივცემთ იმის შანსს, რომ ადამიანებს თვალში ნაცარი შეაყარონ. [...] აქ რაც წერია, აბსურდია - ვერანაირი კავშირი ამ ბოდვას და იმას შორის, თუ რატომ მომიყვანეს აქ, ვერ ვხედავ. ეს არის მცდელობა იმის, რომ რაღაც საფუძველი შექმნან ჩვენი პარტიის აკრძალვის და რაღაც ჭირდებათ და ეს არის პიარული კამპანია, რადგან ეს არის ყველაფერი სიყალბე, რაც აქ წერია. პოლიტიკას და მართალ სიტყვას საქართველოში ბიძინა ივანიშვილი და რუსული ოცნება ვერ გააჩერებს.

თქვა ლელო - ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ. პროკურატურამ პროდასავლური ოპოზიციონერების წინააღმდეგ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა