დღევანდელი ევროპული ბიუროკრატიის დიდ ნაწილს სახე აქვს დაკარგული. ყველა მათი განცხადება საქართველოსთან მიმართებაში არის გაჯერებული ტყულით, მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზეა დაფუძნებული და არანაირ რეალობას არ შეიცავს. ასევე ძალიან მძიმეა ის ფაქტიც, რომ ქვეყანაში რამდენჯერმე შეეცადნენ რევოლუციის მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალებას, ხელისუფლების დამხობას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან მძიმეა და კატეგორიულად მიუღებელია. როდესაც გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობდით, მისი მიღების აუცილებლობა ზუსტად მსგავსი ფაქტებიდან გამომდინარეობდა. ერთი მხრივ, გვეუბნებოდნენ, რომ თითქოს საქართველოს მეგობრები ვართო, მეორე ხელით კი სახელმწიფო გადატრიალებებს, რევოლუციებს, ექსტრემიზმის, მოძალადეების წახალისებას ეწეოდნენ. ეს არც მეგობრობაში ჯდება, არც პარტნიორობაში
პრესსამსახურის ცნობით, ეს განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველო-EU-ის ურთიერთობების შესახებ დასმული კითხვის პასუხად გააკეთა.