logo
ENG


ნადირაძე: მადლობა ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის
  • 287ნახვები

ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო იმაში, რომ ხალხი შეკრებილიყო. არ ყოფილა არცერთი აქცია, რომელშიც მონაწილეობა არ მიმიღია. დიახ, ეს იყო პროტესტი რომლის მიზანსაც ვიზიარებდი და ვიზარებ...

არცერთ ნაწილში მე ბრალს არ ვაღიარებ, მედავებიან სტრატეგიული ობიექტების მიტაცებას, თუ ვინმეა გასული კონსტიტუციიდან ეს არის ოცნება, თუ ვინმეს აქვს მიტაცებული ინსტიტუტები, ესაა ოცნება. ოცნებაა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფებს და თავს ესხმოდნენ ყველას...

ფაქტიურად, ივანიშვილსა და "ქართულ ოცნებას" სურს ქვეყნის გარუსება. მაგრამ როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება არაბული რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული, რამდენი კანონიც არ უნდა მიიღოს. ასე რომ მადლობა ყველა ადამიანს, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის. ეს აქციები და წინააღმდეობა მშვიდობიანად აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, ძალა ერთობაშია - ბრძოლა ბოლომდე.

განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ირაკლი ნადირაძემ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებულ სასამართლო სხდომაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა