logo
ENG


წილოსანი: ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მეტი სიბინძურის ამოყრა არ იქნებოდა სასურველი
  • 107ნახვები

ჩემი აზრით, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება ყველასთვის, მათ შორის იმ ინსტიტუციისთვის, რომელსაც ის წარმოადგენდა. ის იყო პრემიერმინისტრი და რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეული და დამაზიანებელია ყველასთვის რომ ამ პოზიციაზე მყოფი ადამიანი, რომელიც საკმაოდ დიდი რეიტინგით სარგებლობდა, ამ ბრალის წინაშე აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ყველა რისკი მან გათვალა და უფრო მეტი სიბინძურის ამოყრა ალბათ, არავისთვის იქნებოდა სასურველი. მათ შორის სასამართლო პროცესები ამას უზრუნველყოფს ხომ? უამრავი მოწმე იკითხება, ფაქტი საჯაროვდება და ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიიღო ეს გადაწყვეტილება, რასაც ჩემი გადმოსახედიდან ნამდვილად ვეთანხმები.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - ქართული ოცნების ყოფილ პრემიერს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.  



ასევე ნახეთ
close დახურვა