როდესაც ბიზნესს აქვს შექმნილი კარგი პირობები ბიზნესის საწარმოებლად და საქართველო ამ მხრივ არის ლიდერი. როდესაც მას სახელმწიფო, ხელისუფლება, კანონმდებლობა, საზოგადოება უქმნის პირობებს ბიზნესის საწარმოებლად იმიტომ, რომ არის დაბალი გადასახადები. იმიტომ, რომ არის გასაგები კანონმდებლობა. იმიტომ, რომ არის სწრაფი სერვისები. იმიტომ, რომ არის დაბალი კრიმინალური მდგომარეობა.
ამ ყველაფრის გამო, რომ ბიზნესი კარგად ვითარდება და აქვს კარგი შემოსავალი, ნიშნავს, რომ ამავე დროს არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა, სოციალური პასუხისმგებლობა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ბიზნესი სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს და იქ, სადაც შეიძლება იყოს ჭარბი მოგების ცდუნება, ამ ცდუნებას არ აჰყვებიან.
თქვა ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.