მეორე დღეს, როცა უკვე ქვეყნის ლიდერები ვიყავთ წარმოდგენილები იტალიის პრეზიდენტის საზეიმო მიღებაზე, იქ მეტი სივრცეც იყო და დროც იყო. მე ვიმყოფებოდი საგარეო საქმეთა მინისტრთან და ჩემს მეუღლესთან ერთად. მეორე დღეს მქონდა შესაძლებლობა ისევ მქონოდა გასაუბრების საშუალება, ჯეი დი ვენსი მოგვესალმა და შემდეგ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ცოტა მეტხანს შეჩერდა ჩვეთან და ცოტა უფრო სიღრმისეული გამოდგა საქმიანი საუბარი, მან აღნიშნა, რომ საკმაოდ დიდი ნეგატივი დახვდათ წინა ადმინისტაციისგან საქართველოსთან მიმართებაში. არც მინდა ის სიტყვა გამოვიყენო, პირდაპირ შეიძლება არ ითარგმნება ინგილისურად, აი სიმყრალესთან... ასე აღნიშნა. უდიდესი ნეგატივის მატარებელი იყო ჩვენთან მიმართებაში. თავად ხვდებიან, რომ ეს იყო არარეალაური და არაშესაბამისი. თავად აღნიშნა, რომ წინა ორშაბათს ამ თემის განხილვას ჰქონდა ადგილი, პროცესში არიან, რომ ეს ნეგატივი გაწმინდონ ჩვენს ურთიერთობებში და უახლოეს მომავალში აუცილებლად მოემზადებიან იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები შედგეს.
თქვა ქართული ოცნების პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პროპაგანდისტული იმედის ეთერში.