logo
ENG


ხოშტარია: უმძიმესია, როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს ყურადღებისთვის ბრძოლა
  • 69ნახვები

ვერცერთი ხმამაღალი სიტყვა, ვერცერთი იერარქი, ვერც ოჯახის სიწმიდის დღის აღსანიშნად გამოსული ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას. ვერ შევდგებით ღირსეულ საზოგადოებად მსგავსი ცალსახა ძალადობის მიჩქმალვით. პირველ რიგში, ეკლესიამ უნდა ისაუბროს გულწრფელად ამ მძიმე დღეზე და ახსნას თუ როგორ შეიძლება, ქრისტიანობით გაამართლო განსხვავებულობის გამო ადამიანების ცემა და რატო აღმოჩნდნენ ამ ძალადობის ორგანიზატორები სასულიერო პირები?!

სწორედ მსგავს თემებზე გულწრფელი საუბარი იქნება ჯანსაღი და მყარი საფუძველი საზოგადოების გამთლიანების და ამ პროცესში ეკლესიის როლის გამოკვეთისა.

ვერავის დავუთმობ ქრისტიანობას, როგორც რწმენას და როგორც მსოფლმხედველობას, რომლის საფუძველსაც სიყვარული, საკუთარ თავზე ამაღლება, სიკეთის თესვა და მომავლის რწმენა წარმოადგენს.

უმძიმესი იყო დღეს იმის ყურება, თუ როგორ უწევდათ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს ამდენი სასულიერო პირისა და ადამიანის ყურადღებისთვის ბრძოლა.

წერს ელენე ხოშტარია, რუსთავის ქალთა ციხიდან გამოგზავნილ წერილში.



ასევე ნახეთ
close დახურვა