ირანისთვის საათი იწურება, და მათ სჯობს სწრაფად იმოქმედონ, თორემ მათგან აღარაფერი დარჩება. დრო გადამწყვეტია!
წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში. გამოცემა Axios ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპი 19 მაისს ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის შესაძლო გამოყენების განსახილველად შეხვედრას გამართავს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ტრამპს ომის დასრულება სურს, თუმცა ირანის მხრიდან აშშ-ს მოთხოვნების უარყოფისა და ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დათმობებზე უარის თქმის გამო სამხედრო მოქმედების ვარიანტები კვლავ განიხილება.