logo
ENG


ლონდა თოლორაია: ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა
  • 203ნახვები

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომელიც 2018 წელს შევქმენით მოწყვლადი ჯგუფების (ქალების, ბავშვების, უმცირესობების) უფლებების დასაცავად, ბოლოს გადაიქცეოდა კრიტიკისაგან ხელისუფლების დაცვის დანაყოფად.

და მაინც, რადგან გადაწყვეტილია და იქმნება, გთხოვთ, მონიტორინგი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ განსხვავებული აზრის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული ლექსიკით/ენით დაიწყოთ.

მე სასტიკად არ მიყვარს უცენზუროდ გამოხატული საჯარო კრიტიკა. იცით, რომ ეს არასოდეს გამიკეთებია. მაგრამ ის რაც ახლა ხდება, არის ცენზურა. მეტი არაფერი.

დაწერა ლონდა თოლორაიამ მამუკა მდინარაძის დღევანდელი განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაქვემდებარებული სამმართველო შეიქმნება, რომელიც აგრესიულ კომუნიკაციას გაუწევს მონიტორინგს.



ასევე ნახეთ
close დახურვა