მიუხედავად ცნობილი უთანხმოებებისა, ამ ქვეყანასთან [საქართველოსთან] ურთიერთობების განვითარებას პრაგმატიზმისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით ვცდილობთ. იმ მდიდარი, პოზიტიური, შესანიშნავი და ღირსშესანიშნავი გამოცდილების გათვალისწინებით, რომელიც წარსულში გვქონდა.
ევროკავშირის წარმომადგენელთა უხეში მცდელობების მიუხედავად, თბილისისთვის მოსკოვის მიმართ კონფრონტაციული კურსის თავსმოხვევის, ანტირუსული სანქციების დაწესებისა და, მარტივად რომ ვთქვათ, საკუთარი ინტერესების დასავლეთის პოლიტიკური სიგიჟის სასარგებლოდ მსხვერპლად შეწირვის მიუხედავად, საქართველომ მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა არჩევანი.
ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა აქტიურად ფართოვდება. ჩვენი ქვეყანა საქართველოსთვის კვლავაც რჩება ძირითად საექსპორტო ბაზრად და ამავდროულად სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროდუქციის ენერგომატარებლებისა და მარცვლეულის - წამყვან მიმწოდებლად.
ვცდილობთ შევქმნათ ყველა პირობა ჩვენი ხალხების შორის ჰუმანიტარული კონტაქტების განვითარებისათვის, რომლებსაც საერთო ღირებულებები, ხანგრძლივი ისტორიული და კულტურული კავშირები აერთიანებს.
თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.