სისხლის სამართლის კოდექსში მოცემული ჯაშუშობის მუხლი არის საკმაოდ პრობლემური შინაარსის. ჯაშუშობად ითვლება უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა. თავისი შინაარსით, ესაა განზრახი დანაშაული, როდესაც პირმა დანამდვილებით იცის, რომ მისი ქმედებით სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.
თუმცა, ამ მუხლის ფართო ინტერპრეტაცია იმგვარადაც შესაძლებელია, რომ გამოყენებული იყოს თვითნებურად, პოლიტიკური ინტერესებისათვის.
როდესაც სუსი შაბათ დღეს 2 პრესკონფერენციას ატარებს და 2 პირის ამ მუხლით დაკავებაზე საუბრობს, მეტი სიცხადეა საჭირო. შესაბამისი მტკიცებულებებიც უნდა იყოს წარმოდგენილი, რომ საზოგადოებამ შეძლოს შეაფასოს, ამ მუხლის გამოყენება სწორად ხდება თუ თვითნებურად, მიუხედავად იმისა, ვინ არიან ბრალდებულები.
სიცხადე საჭიროა მით უფრო მაშინ, როდესაც წელს აშკარად რაღაც შეიცვალა და ამ მუხლის გამოყენება გააქტიურდა. წელს მინიმუმ უკვე მესამე თუ მეოთხე შემთხვევაზეა საუბარი, მაშინ, როდესაც წინა წლებში თითქმის არცერთი შემთხვევა არ ყოფილა დაფიქსირებული 314-ე მუხლით.
წერს ნონა ქურდოვანიძე სუს-ის დღევანდელ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც ჯაშუშობის ბრალდებით, გულბაათ რცხილაძე და ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე დააკავეს.