ირანის მიერ ყალბ მედიათან გაჟონილ პირობებს საერთო არაფერი აქვს წერილობით შეთანხმებულ პირობებთან. რაც მათ თქვეს, მათი საცოდავი განცხადება, სიმართლესთან არანაირ კავშირში არ არის.
არაკეთილსინდისიერ ხალხთან გვაქვს საქმე. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება შეუძლებელია, საოცარია! ასევე, გუშინ ღამით ჰორმუზის სრუტიდან გამოსული ინდოეთის გემების წინააღმდეგ მათი დრონებით წარუმატებელი თავდასხმა სრულიად მიუღებელია.
სჯობს გონზე მოვიდნენ და სწრაფად!
დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.