როდესაც მე ვსაუბრობ ეკონომიკურ ზრდაზე და სწრაფ ეკონომიკურ განვითარებაზე, მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ ხოლმე, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები ამ მიმართულებით. სწორედ, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3 % და ეს რისი შედეგია – ჩვენ თავიდანვე, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, სწორ რელსებზე დავაყენეთ ჩვენი ქვეყანა. განისაზღვრა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა [...]
არც წინა პრემიერის და არც ჩემი პერსონალური დამსახურება არ არის ეს ყველაფერი, ეს არის პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ამ პოლიტიკას, რომლის თაოსნობით გათავისუფლდა ბიზნესი.
განაცხადა ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.