დაველოდოთ განვითარებას. მე არ მინდა კონკრეტული პასუხები გავცე ჯერ კიდევ ჰიპოთეტურ შემთხვევაზე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციის ერთობას და არჩევნებში ოპოზიციის საერთო გამარჯვებას დააყენებს უფრო წინ, ვიდრე თავის ვიწროპარტიულ ინტერესს.
ჩვენ, ევროპული საქართველო, შემიძლია ხაზგასმით და გადაჭრით გითხრათ, ვრჩებით საერთო შეთანხმების ერთგული, ვრჩებით საერთო კანდიდატების ერთგული და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ოპოზიციამ ერთიანი პოლიტიკური ფრონტით იბრძოლოს.
იმედი მაქვს ნაციონალური მოძრაობა, როგორც დიდი ოპოზიციური პარტია, კარგად გაიაზრებს საკუთარ პასუხისმგებლობას, არა მხოლოდ მისი პარტიული ამომრჩევლის, არამედ ზოგადად ქართველი ამომრჩევლის და ამ ქვეყნის მომავლის წინაშე