logo
ENG


კაპანაძე: კილაძემ მოახერხა და "პატრიოტებზე" საუბრისას, ხოშტარიას რუსეთში სწავლა გაიხსენა
  • 504ნახვები

დღეს ელენე ხოშტარიამ შეიტანა წერილი პროკურატურაში, რომ შეისწავლონ პატრიოტთა ალიანსის რუსული დაფინანსების და რუსეთის მიერ ჩვენ არჩევნებში ჩარევის თემები.

ამ ფაქტზე კომენტირებისას სოფო კილაძემ მოახერხა და აღნიშნა, რომ ელენეს მაშინ უნდა გახსენებოდა ოკუპანტი, როდესაც თავად მოსკოვში სწავლობდა.

არჩევანი ისე ნათელი და მარტივი არასოდეს ყოფილა, როგორც დღესაა ჩვენს და ქართულ ოცნებას შორის.

ასე აფასებს ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის უფროსი სერგი კაპანაძე სოფო კილაძის განცხადებას, რომელმაც პატრიოტთა ალიანსის რუსეთთან კავშირის გამოძიების საკითხზე საუბრისას ელენე ხოშტარიას რუსეთში მიღებულ განათლებაზე მიუთითა


ასევე ნახეთ
close დახურვა